"ჯერ არ გადამიწყვეტია, ვაპატიებ თუ არა მესის", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლიონელ მესის ბილბაოს "ატლეტიკთან" გაძევების შესახებ ისაუბრა:
"არ ვაპირებ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, მირჩევნია ის ჩემთვის დავიტოვო. უბრალოდ იმას, დავამატებ, რომ არც კი ვიცი, რამდენჯერ ეუხეშნენ ბილბაოს მოთამაშეები მესის.
ის მუდმივად ცდილობდა გათავისუფლებას, პასუხად კი მოწინააღმდეგისგან სიხისტეს იღებდა. ვაპატიებ თუ არა ლეოს?
არ ვიცი, მისი წითელი ბარათის ეპიზოდი კიდევ ერთხელ უნდა ვნახო", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა შემტევმა "ბლაუგრანას" მაისურით თავის კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.