ავტორიზაცია

"იუვეს უარეს თამაშს ვერც კი წარმოვიდგენდი", - პირლო ინტერთან წაგების შემდეგ

"იუვეს უარეს თამაშს ვერც კი წარმოვიდგენდი", - პირლო ინტერთან წაგების შემდეგ
თარიღი 18 Jan 2021, 10:57
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ინტერის" წინააღმდეგ განცდილი წაგების (0:2) შესახებ ისაუბრა:

"იუვენტუსი არც გამოსულა მოედანზე. ამაზე უარეს თამაშს უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენდი. ყველა კომპონენტში დავმარცხდით.

შეგვეშინდა ინტერის შემტევი ფეხბურთის და გადავინაცვლეთ დაცვაში, რაც აგრეთვე არაეფექტური იყო", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, აღნიშნული მარცხის შემდეგ, ტურინელების ჩამორჩენა მილანურ გუნდებთან შვიდ ქულამდე გაიზარდა.