ავტორიზაცია

"მანჩესტერმა ლივერპულს აჯობა", - მაგუაირი

"მანჩესტერმა ლივერპულს აჯობა", - მაგუაირი
თარიღი 18 Jan 2021, 11:36
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა "ლივერპულის" წინააღმდეგ დაფიქსირებული უგოლო ფრე შეაფასა:

"ლივერპულმა დაიწყო ჩვენზე უკეთ, თუმცა მეორე ტაიმში უპირატესობა იყო მანჩესტერის მხარეს და ჩვენი მომენტები უფრო რეალურიც აღმოჩნდა.

სამწუხაროა, რომ იუნაიტედის გოლის გატანის მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. სხვა ნებისმიერ დღეს, ამ შეხვედრას მოვიგებდით.

ენფილდიდან ერთი ქულის წამოღება არ არის ცუდი შედეგი, თუმცა მაინც იმედგაცრუებულები ვართ", - განაცხადა ინგლისელმა.