ავტორიზაცია

რეალმა იოვიჩის შემცვლელი უკვე შეარჩია - As

რეალმა იოვიჩის შემცვლელი უკვე შეარჩია - As
თარიღი 18 Jan 2021, 11:56
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ლუკა იოვიჩი განათხოვრების წესით ფრანკფურტის "აინტრახტში" გაუშვა.

As-ის ცნობით, "სამეფო კლუბმა" სერბი თავდამსხმელის შემცვლელი უკვე შეარჩია და ძალიან მალე ის მთავარ გუნდში აღმოჩნდება.

საუბარია "ბლანკოსის" სარეზერვო გუნდის ახალგაზრდა ფორვარდის, უგო დუროს შესახებ, რომელმაც შვიდ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ესპანელი შემტევის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის "ხეტაფეს" და "თეთრების" ახალგაზრდულ გუნდში ის იჯარით არის.