ავტორიზაცია

რომელი სეზონის ლივერპულია ისტორიაში საუკეთესო? - FourFourTwo-ს არჩევანი

რომელი სეზონის ლივერპულია ისტორიაში საუკეთესო? - FourFourTwo-ს არჩევანი
თარიღი 26 Jan 2021, 12:16
FourFourTwo-მ დაასახელა "ლივერპულის" ისტორიაში საუკეთესო სეზონი და შემადგენლობა. პირველ ადგილს იკავებენ 1983-1984 წლების მერსისაიდელები, რომლებმაც ტრებლი შეასრულეს.

მეორე ადგილზე განთავსდნენ "წითლები" 1976-1977 წლებიდან, რომლებმაც მოიგეს ჩემპიონთა თასი და ინგლისის ჩემპიონობა.

იურგენ კლოპის მოღვაწეობით მოთამაშე "სქაუზერები" კი მესამე ადგილზე გავიდნენ. შეგახსენებთ, გერმანელმა ტაქტიკოსმა "ენფილდელებს" 30-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ჩემპიონობა მოაგებინა.

ამის გარდა, ალემანი სპეციალისტის გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კიდევ ერთ ფინალში ითამაშა.