ავტორიზაცია

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი
თარიღი 26 Jan 2021, 12:26
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

"შეძლებს თუ არა მანჩესტერი ჩემპიონობას? არ ვიცი, რადგან იუნაიტედი პრემიერ ლიგის ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდია.

მათი თამაშის შემხედვარე, აზრს ყოველ წუთს ვიცვლი. ფაქტი არის ის, რომ ლივერპულმა თავისი ნაპერწკალი დაკარგა.

წითელმა ეშმაკებმა თავის სასიკეთოდ სწორედ ეს გარემოება უნდა გამოიყენონ", - განაცხადა ირლანდიელმა ვეტერანმა.