ავტორიზაცია

მატა ყოფილ გუნდში დაბრუნდება?

მატა ყოფილ გუნდში დაბრუნდება?
თარიღი 18 Jan 2021, 16:22
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.

The Guardian-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელით „ვალენსია“ ინტერესდება, რომელშიც ის 2007-2011 წლებში ასპარეზობდა.

მანკუნიანელებთან მატას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული და სავარაუდოდ, „ღამურებს“ ესპანელი ზაფხულშ, უფასოდ შეუერთდება.

მატა „იუნაიტედის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს, იქამდე კი „ჩელსიში“ გამოდიოდა.