როგორც იქნა! ოქტომბრის შემდეგ უმუშევარმა ჯეკ უილშერმა გუნდი იპოვნა

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი, უახლოეს პერიოდში კონტრაქტს „ბორნმუთთან“ გააფორმებს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ალუბლებთან“ ოქტომბრის შემდეგ ვარჯიშობს, გუნდის მწვრთნელზე, ჯეისონ ტინდალაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
უილშერის უკანასკნელი გუნდი „ვესტ ჰემი“ იყო, რომელიც მან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვა.
„ჩაქუჩებში“ გადასვლამდე, ჯეკი 10 წლის მანძილზე „არსენალში“ ასპარეზობდა და გარკვეული პერიოდის მანძილზე გუნდის კაპიტანიც იყო.
„ბორნმუთი“ ამჟამად 42 ქულით ჩემპიონშიპის მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ნორვიჩს“ 8 ქულით ჩამორჩება.