ავტორიზაცია

ვალდანო: "რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალს ყველა მატჩში თითო გოლი აკლდება"

ვალდანო: "რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალს ყველა მატჩში თითო გოლი აკლდება"
თარიღი 18 Jan 2021, 16:56
„რეალის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც რეალიდან კრიშტიანუ წავიდა, გუნდს ყველა შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი აკლდება.

ახლა გუნდს ბომბარდირი არ ჰყავს - ლუკა იოვიჩი წელიწადნახევარში ვერ ათამაშდა. „რეალში“ თამაში ადვილი არ არის.“ - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Onda Cero.

რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „იუვენტუსში“ გადავიდა.