ავტორიზაცია

იუვენტუსის ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია სერია ა-ში ბრუნდება

იუვენტუსის ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია სერია ა-ში ბრუნდება
თარიღი 18 Jan 2021, 17:02
„იუვენტუსის“ ყოფილი მცველი, მეჰდი ბენატია, იტალიის სერია ა-ში ბრუნდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს. მხარეებმა კონტრაქტი უკვე შეათანხმეს, რომელიც ზაფხულამდე იქნება გათვალისწინებული და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება, თუ გუნდი სერია ა-ში ადგილს შეინარჩუნებს.

2019 წლიდან, ბენატია ყატარის გუნდში, „ალ-დუხაილში“ ასპარეზობს, სადაც „იუვენტუსიდან“ გადავიდა.