ავტორიზაცია

რა ბედი ეწევა ჯესი ლინგარდს? მსურველი ჰყავს, მაგრამ მანჩესტერი დარწმუნებული არაა

რა ბედი ეწევა ჯესი ლინგარდს? მსურველი ჰყავს, მაგრამ მანჩესტერი დარწმუნებული არაა
თარიღი 18 Jan 2021, 17:20
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნიცასთან“ ჯესი ლინგარდის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუმცა, ტრანსფერზე ბოლო სიტყვას ოლე-გუნარ სოლსკიაერი იტყვის, რომელსაც ლინგარდთან დიდებული ურთიერთობა აქვს.

როგორც ირკვევა, მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არყონისა, ჯესი საქმეს პროფესიონალურად უდგება და შესაძლოა, გუნდში დარჩეს და ევროპა ლიგაზე და ინგლისის თასზე თამაშით დაკმაყოფილდეს.

ინგლისელს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.