ავტორიზაცია

არსენალი, ევერტონი და სიტი ბრაიტონის მცველს აკვირდებიან

არსენალი, ევერტონი და სიტი ბრაიტონის მცველს აკვირდებიან
თარიღი 18 Jan 2021, 17:36
„ევერტონი“, „არსენალი“ და „მან.სიტი“ „ბრაიტონის“ განაპირა მცველს, ტარიქ ლემპტის აკვირდებიან.

The Athletic-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის გრანდები 20 წლის ფეხბურთელის გადაბირების საკითხს განიხილავენ, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქენბა, რამეთუ ის გუნდთან 2025 წლამდეა დაკავშირებული.

ლემპტიმ პროფესიული კარიერა „ჩელსიში“ დაიწყო და ამ სეზონში პრემიერ ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლის გატანა მოასწრო.