ავტორიზაცია

დი მარიას ამ ზამთრისთვის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

დი მარიას ამ ზამთრისთვის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 18 Jan 2021, 19:15
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი შეიცვალოს, წერს Don Balon.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, 32 წლის არგენტინელით "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.

"დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პირადად გამოთქვა ფეხბურთელის დამატების სურვილი, ვისთან ერთადაც იგი თავის დროზე "რეალში" მუშაობდა.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დი მარიამ 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.