ლივერპულთან მატჩის შემდეგ, პოგბამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ლივერპულთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს მოუბოდიშა.
როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, ფრანგმა ფეხბურთელმა ბოდიში მეორე ტაიმში ხელიდან გაშვებული შანსის გამო მოიხადა.
შეხვედრის მიწურულს, პოგბამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მეორე შეხებით ახლო მანძილიდან პირდაპირ "ლივერპულის" გოლკიპერს გაარტყა. საბოლოო ჯამში, "იუნაიტედმა" ვერ მოიგო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ლივერპული" კი 34 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
მომდევნო მატჩს ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები 20 იანვარს, "ფულემთან" სტუმრად გამართავენ. მომდევნო დღეს, 21 იანვარს, მერსისაიდელები შინ "ბარნლის" დაუპირისპირდებიან.