ავტორიზაცია

მილანი ამ კვირაში ორ ტრანსფერს დაადასტურებს - ფაბრიციო რომანო

მილანი ამ კვირაში ორ ტრანსფერს დაადასტურებს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 18 Jan 2021, 21:26
"მილანი" ერთდროულად ორი ტრანსფერის დახურვისთვის ემზადება, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" ამ კვირაში თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფორვარდ მარიო მანჯუკიჩს და "ჩელსის" მცველს, ფიკაიო ტომორის დაიმატებს.

როგორც აღინიშნება, მილანელები ხორვატს ნახევარწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ინგლისელს კი იჯარით დაიმატებენ, შემდგომი შესყიდვის უფლებით.

ბოლოს მანჯუკიჩი ყატარული "ალ დუჰაილის" ღირსებას იცავდა, საიდანაც ივლისში წავიდა. მოგეხსენებათ, მარიოს იტალიაში უკვე უასპარეზია - 2015 წლიდან 2020 წლამდე იგი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.