ავტორიზაცია

ინტერი ერიქსენის ტრანსფერზე მუშაობს

ინტერი ერიქსენის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 18 Jan 2021, 22:09
"ინტერის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ კლუბი ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენთან განშორებას აპირებს.

ტრანსფერზე იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი მუშაობს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

28 წლის დანიელს "ტოტენჰემში" დაბრუნება უნდა, რომელიც მზად არის იგი იჯარით დაიმატოს.

"ნერაძურის" ხელძღვანელობა ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, რათა გაყიდვის წინ მისი ღირებულება გაზარდოს.

2020/21 წლების სეზონში ერიქსენმა "ინტერის" მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.