ავტორიზაცია

შეფილდ იუნაიტედმა თვალი ლინგარდს დაადგა

შეფილდ იუნაიტედმა თვალი ლინგარდს დაადგა
თარიღი 18 Jan 2021, 22:21
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, ჯესი ლინგარდს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით წასვლა უნდა.

როგორც The Telegraph იტყობინება, 28 წლის ინგლისელით "შეფილდ იუნაიტედი" ინტერესდება.

"შეფილდი" პრემიერ ლიგაში უკანასკნელ ადგილს იკავებს, გუნდი გაძლიერებას გეგმავს და ლინგარდის არენდით დამატება სურს.

"ეშმაკუნების" ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურთ 3 მატჩი ჩაატარა.