ავტორიზაცია

სევილიამ ენ ნესირის ტრანსფერზე ვესტ ჰემის შეთავაზება იუარა

სევილიამ ენ ნესირის ტრანსფერზე ვესტ ჰემის შეთავაზება იუარა
თარიღი 18 Jan 2021, 22:39
"სევილიამ" თავდამსხმელ იუსეფ ენ ნესირის ტრანსფერზე "ვესტ ჰემის" 30 მილიონ ევროიანი შეთავაზება არ მიიღო, წერს TheAthletic.

ლონდონურმა კლუბმა 23 წლის თავდამსხმელის თაობაზე "ჩაქუჩებს" შეთავაზებით მიმართა.

"სევილიამ" ზემოთნახსენები თანხა არასაკმარისად მიიჩნია - ერთი წლის წინ, ანდალუსიელებმა მაროკოელი 20 მილიონად იყიდეს.

2020/21 წლების სეზონში ენ ნესირიმ ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო.