ჩელსიმ დრინკუოტერი თურქულ კლუბში გაუშვა

"ჩელსის" ნახევარმცველი, დენი დრინკუოტერი კარიერას "ქასიმფაშაში" გააგრძელებს, წერს თურქული კლუბის პრესსამსახური.
30 წლის ინგლისელი სეზონის დარჩენილ ნაწილს თურქეთის ჩემპიონატში გაატარებს.
15 ტურის შემდეგ, "ქასიმფაშა" სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.
დრინკუოტერმა რამდენიმე თვე "ჩელსის" 23-წლამდელთა გუნდში გაატარა, რადგან ზაფხულში ახალი კლუბი ვერ იპოვა.
ინგლისელი ჰავბეკი "არისტოკრატებს" "ლესტერიდან" საჩემპიონო სეზონის შემდეგ 47 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაგრამ შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.