ავტორიზაცია

ჰუნტელაარი შალკეში გადასვლასთან ახლოსაა

ჰუნტელაარი შალკეში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 18 იან 2021, 23:23
"აიაქსის" თავდამსხმელი, კლას-იან ჰუნტელაარი "შალკეში" დაბრუნებასთან ახლოსაა.

37 წლის ჰოლანდიელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად გელზერკირხენში უკვე ჩავიდა, წერს Kicker.

როგორც აღინიშნება, ჰუნტელაარს სურს "შალკეს" ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.

ცნობისთვის, ჰუნტელაარი "შალკეს" ღირსებას 2010 წლიდან 2017 წლამდე იცავდა.