ავტორიზაცია

ობამეიანგის დუბლი - არსენალმა მორიგი მატჩი მოიგო [VIDEO]

ობამეიანგის დუბლი - არსენალმა მორიგი მატჩი მოიგო [VIDEO]
თარიღი 19 Jan 2021, 02:01
დიდი ჩავარდნის შემდეგ, ლონდონის "არსენალმა" თამაში გამოასწორა და პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან უკვე მე-4 მოიგო, ის ერთ კი ფრედ დაასრულა.

მე-19 ტურში მეთოფეები "ნიუკასლს" დაუპირისპირდნენ და ძალიან მარტივად, 3:0 დაამარცხეს.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე ობამეიანგი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ერთ გოლი კი საკას ანგარიშზეა.

19 ტურის შემდეგ, "არსენალს" 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

მატჩის მიმოხილვა