ავტორიზაცია

არსენალის ბრწყინვალე შედეგი - პირველად 2009 წლის შემდეგ

არსენალის ბრწყინვალე შედეგი - პირველად 2009 წლის შემდეგ
თარიღი 19 Jan 2021, 02:04
პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "არსენალი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ 5 მატჩია გოლი არ გაუშვიათ.

მსგავსი შედეგი კი ბოლოს გუნდმა 12 წლის წინ, 2009 წლის თებერვალში დააფიქსირა.

ბოლო 5 მატჩიდან "არსენალმა" 4 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ჯამში 10 გოლი გაიტანა.