ლამპარდი: "ლესტერი ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "ლესტერ სიტის" ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი უწოდა:
"ლესტერის შედეგებისა და პოზიციის გათვალისწინებით, ეს გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი სრულფასოვანი კანდიდატია.
ცხადია, ასეთი გუნდი პრემიერ ლიგაში არის რამდენიმე, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით, არის თუ არა მათ შორის ჩელსიც.
არც იმის თქმა იქნება სწორი, რომ ჩვენთვის ყველაფერია დასრულებული. მთავარი ბრძოლები წინ არის", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" "მელიებს" ესტუმრებიან 20 იანვრის ღამეს, თბილისის დროით 00:15 საათზე.