ავტორიზაცია

რეალი ფორვარდს ეძებს, 4 კანდიდატი შერჩეულია - As

რეალი ფორვარდს ეძებს, 4 კანდიდატი შერჩეულია - As
თარიღი 19 Jan 2021, 11:48
As-ის თანახმად, ლუკა იოვიჩის ფრანკფურტის "აინტრახტში" განათხოვრების წესით დაბრუნების შემდეგ, მადრიდის "რეალი" ახალი ფორვარდის ძებნას შეუდგა.

"სამეფო კლუბმა" შეარჩია ოთხი კანდიდატი - სერხიო აგუერო, ოლივიე ჟირუ, არკადიუშ მილიკი და რაულ დე ტომასი.

საუბარია თავდამსხმელის შესახებ, რომელიც იქნება უფრო როტაციისთვის, ვიდრე გარანტირებულად ძირითადი შემადგენლობისთვის.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ბლანკოსი" იხრება არგენტინელი შემტევის ვარიანტისკენ, თუმცა მას სხვა მსურველებიც ჰყავს.

"მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სახელს "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენსაც" აქტიურად უკავშირებენ.