ავტორიზაცია

რამდენი გოლი აშორებს იბრაჰიმოვიჩს რონალდუმდე ბომბარდირთა რბოლაში?

რამდენი გოლი აშორებს იბრაჰიმოვიჩს რონალდუმდე ბომბარდირთა რბოლაში?
თარიღი 19 Jan 2021, 11:57
"კალიარის" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, "მილანის" ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 ბურთი დაუგროვდა.

შვედი თავდამსხმელი დაეწია რომელუ ლუკაუსა და ჩირო იმობილეს, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დარჩა მასზე წინ, კრიშტიანუ რონალდუ არის.

პორტუგალიელმა ფორვარდმა მოასწრო 15 გოლის გატანა, რაც ნიშნავს იმას, რომ "როსონერის" შემტევს კონკურენტამდე 3 ბურთი აშორებს.

შეგახსენებთ, კუნთის ტრავმის გამო, სკანდინავიელ ბომბარდირს 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე, "შავ-წითლებში" საერთო ჯამში 11 მატჩი გაუცდა.

სარდინიული გუნდის დამარცხების შემდეგ, "ეშმაკებმა" კვლავ გაასწრეს "ინტერს" და სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი დაიბრუნეს.