ავტორიზაცია

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება

ლივერპულის კედელი - ფაბინიოს შთამბეჭდავი სერია გრძელდება
თარიღი 20 Jan 2021, 12:49
"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე ფაბინიო ტავარესი იყო.

ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა განახორციელა 76 გადაცემა, 91%-იანი სიზუსტით, რაც ნიშნავს იმას, 69 შემთხვევაში მისი პასი ადრესატამდე მივიდა.

ამის გარდა, მერსისაიდელთა ჩამშლელმა განახორციელა 3/3 ართმევა, 9 ბლოკირება და 4-ჯერ მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა.

შეგახსენებთ, "წითლებისა" და "ეშმაკების" მატჩში დაფიქსირდა უგოლო ფრე და "სქაუზერები" ლიდერს სამი ქულით ჩამორჩნენ.

"მანიუს" გარდა, "ენფილდელებზე" წინ გაიჭრა "მანჩესტერ სიტი" და "ლესტერ სიტი", რომლებსაც ერთი ქულით მეტი აქვთ.