ავტორიზაცია

სად გადავა ჰოლანდი? - The Athletic-ის პროგნოზი

სად გადავა ჰოლანდი? - The Athletic-ის პროგნოზი
თარიღი 19 Jan 2021, 12:49
როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს მსურველები ნამდვილად არ აკლია.

ნორვეგიელი ფორვარდის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", "პარი სენ-ჟერმენს", "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის".

The Athletic-ის თანახმად კი თავად "შავ-ყვითლების" შემტევი იხრება "სამეფო კლუბის" ვარიანტისკენ, თუმცა იქ გადასვლას ის არ ჩქარობს.

"ფუტკრების" ცხრიანი მინიმუმ 2022 წლის ზაფხულამდე არ გამოიცვლის გუნდს, მოვლენათა შემდეგი განვითარება კი უკვე უშუალოდ "ბლანკოსზე" იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ვესტფალიაში გადმოსვლის შემდეგ, სკანდინავიელმა ბომბარდირმა 35 შეხვედრაში 35 გოლის გატანა მოახერხა.