ატლეტიკომ სიმეონეს შემცვლელი უკვე შეარჩია - ესპანური პრესა

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "ატლეტიკომ" თავისი მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შემცვლელი უკვე შეარჩია.
არგენტინელ ტაქტიკოსს შეცვლის ფერნანდო ტორესი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი.
დამწყები ესპანელი სპეციალისტი ამჟამად წვრთნის "ინდიელთა" ახალგაზრდულ გუნდს, რომელიც სეგუნდა ბ-ში გამოდის.
იმ შემთხვევაში, თუ "ელ ნინიოს" მუშაობა იქნება შეფასებული დადებითად, 2022 წლის ზაფხულში ის ჩოლოს ჩაანაცვლებს.
რატომ 2022 წლის ზაფხული? სწორედ ამ დროს იწურება მოქმედი ხელშეკრულება სამხრეთ ამერიკელ სპეციალისტსა და მის გუნდს შორის.
იგივე წყაროს მტკიცებით, "როხიბლანკოს" იუნიორთა ახალგაზრდა დამრიგებელს თავად 50-წლის ტაქტიკოსიც ეხმარება.