ავტორიზაცია

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"

კინი: "ლივერპულთან მატჩში, რაშფორდი მოედანზე არ შემიმჩნევია"
თარიღი 20 Jan 2021, 12:24
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, მარკუს რაშფორდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რაშფორდის შესახებ იძახიან მხოლოდ კარგს, თუმცა ლივერპულთან შეხვედრაში მოედანზე ის სამწუხაროდ არ შემიმჩნევია.

არც ბრუნოს თამაშით ვარ კმაყოფილი. დიდი ფეხბურთელები სწორედ ასეთი დონის თამაშებს იგებენ", - განაცხადა ირლანდიელმა.

შეგახსენებთ, მერსისაიდელებთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მაინც დარჩნენ.

"მანიუს" მოსდევს მეზობელი "მანჩესტერ სიტი", რომელსაც აქვს ორი ქულით ნაკლები (37-35) და ერთი შეხვედრა თადარიგში.