ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა მანჯუკიჩის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: მილანმა მანჯუკიჩის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 19 Jan 2021, 15:18
"მილანმა" მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა. ხორვატი თავდამსხმელი "როსონერის" სრულფასოვანი წევრი გახდა.

რაც შეეხება გარიგების პირობებს, "შავ-წითლების" ახალწვეული ფორვარდის კონტრაქტი გათვლილია ნახევარ წელზე, გახანგრძლივების პერსპექტივით.

იმ შემთხვევაში, თუ "ეშმაკების" ახალი ცხრიანის თამაში სეზონის ბოლოს დადებითად იქნება შეფასებული, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ ბალკანელი შემტევი ლომბარდიელებს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.

აქვე დავამატებთ, 34-წლის წინახაზელი "ალ-დუჰაილში" გადასვლამდე, 2015-2019 წლებში ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა.