ავტორიზაცია

ოფიციალურად: მესის დისკვალიფიკაცია მიესაჯა

ოფიციალურად: მესის დისკვალიფიკაცია მიესაჯა
თარიღი 19 Jan 2021, 17:37
"ბილბაოსთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ლა ლიგამ ლიონელ მესი დასაჯა.

გასულ კვირას, ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" ბასკურ გუნდთან 3:2 დამარცხდა. დამატებითი დროის ბოლო წუთზე ლიონელ მესიმ ასიერ ვილიალიბრეს ხელი ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

სხვათაშორის, "ბარსელონას" მაისურით, ეს არგენტინელისთვის პირველი გაძევება აღმოჩნდა.

ამგვარად, მოცემული ეპიზოდის გამო ლიონელ მესი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

იხილეთ ეპიზოდის ვიდეო

ასევე, იხილეთ:

კურიოზული დამთხვევა - მესი მოედანზე დაბრუნდება და ისევ ბილბაოს შეხვდება

"ჯერ არ გადამიწყვეტია, ვაპატიებ თუ არა მესის", - კუმანი

"გაბრაზდა და დამარტყა", - ბილბაოს თავდამსხმელი მესის ეპიზოდზე