ბარსელონა მესის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებს

„ბარსელონა“ ლიონელ მესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს.
ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფორვარდს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიესაჯა, რაც ესპანეთის სუპერთასის ფინალში მან 120-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათი, მეტოქისთვის ხელის გარტყმის გამო მიიღო.
პირველად ბარსელონაში: მესი მოედნიდან გააძევეს
დღეს, 19 იანვარს, სადისციპლინო კომიტეტმა მინიმალური სასჯელი გამოუტანა, რამეთუ განიხილებოდა 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც კი. თუმცა, ამ სასჯელს „ბარსა“ მაინც არ ეთანხმება და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ეს გაძევება მესისთვის „ბარსელონურ“ კარიერაში პირველი აღმოჩნდა, პროფესიულში კი - მესამე, რადგან კიდევ ორჯერ ის მოედნიდან ნაკრების მაისურით გააძევეს.