ავტორიზაცია

"მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ძალიან გვაკლია", - გვარდიოლა

"მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ძალიან გვაკლია", - გვარდიოლა
თარიღი 19 Jan 2021, 20:30
„მან.სიტის“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, გადადებული პირველი ტურის მატჩის წინ, სერხიო აგუეროს არყოფნაზე ისაუბრა.

გადადებულ შეხვედრაში „ქალაქელები“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან.

„ის ხვალისთვის მზად არ იქნება. სერხიო ჯერ კიდევ თვითიზოლაციაშია. აგუერო გვჭირდება, ის ძალიან გვაკლია. ციფრები თვითონაც ამბობს - ის „მან.სიტის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამხსმელია.

„არგენტინელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც სახიფათო მომენტების პირადად შექმნა და მატჩის ბედის მარტოს გადაწყვეტა შეუძლია. ის საკმაოდ დიდი ხანია აღარ გვყავს. შემიძლია წუწუნი დავიწყო, მაგრამ სრულიად განსხვავებულად ვიქცევი. უბრალოდ მის დაბრუნებას ველოდებით.

გვინდა, რომ ის რაც შეიძლება ადრე დაგვიბრუნდეს, მაგრამ ამავდროულად წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და გამოვიყენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვყავს. სერხიოს ალტერნატივის მოძიება შეგვიძლია, სანამ ის არ გვყავს.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Sky Sports.

ხვალ, 20 იანვარს, „ასტონ ვილას“ დამარცხების შემთხვევაში, „სიტი“ „იუნაიტედს“ 1 ქულით გადაუსწრებს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდება.