ავტორიზაცია

მანჯუკიჩის პირველი კომენტარი მილანში გადასვლის შემდეგ

მანჯუკიჩის პირველი კომენტარი მილანში გადასვლის შემდეგ
თარიღი 19 Jan 2021, 20:35
თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა, „მილანთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

„მილანის მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ასეთ დიად გუნდში გადმოსვლის შანსი მომცა. ჩემთვის ამ გუნდის მაისურის ტარება დიდი პატივი იქნება.

შემიძლია მხოლოდ იმას დაგპირდეთ, რომ მაქსიმალურად გავირჯები და შევეცდები, გუნდს იმით დავეხმარო, რითიც შემეძლება.“ - წერს მანჯუკიჩი „ტვიტერში“.

თავისი პროფესიონალური კარიერა ხორვატმა 2004 წელს, „მარსონიაში“ დაიწყო, შემდეგ კი „ზაგრებში“ და ზაგრების „დინამოში“ ითამაშა. 2010 წელს მარიო გერმანიაში გადაბაგრდა, სადაც „ვოლფსბურგის“ და „ბაიერნის“ მაისური მოირგო.

2014/15-წლებში მან ძალები „ატლეტიკოში“ მოსინჯა, საიდანაც „იუვენტუსში“ გადავიდა. საფეხბურთო კარიერაში მარიოს 24 ტიტული აქვს მოგებული.