ავტორიზაცია

მირჩა ლუჩესკუმ მესის ბარსელონადან წასვლა ურჩია

მირჩა ლუჩესკუმ მესის ბარსელონადან წასვლა ურჩია
თარიღი 19 Jan 2021, 20:39
კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, ლიონელ მესის „ბარსელონადან“ წასვლა ურჩია.

„მესი ცოტას ლაპარაკობს, ის საკმაოდ ჩაკეტილი ბიჭია. აქედან იწყება მისი პრობლემებიც - ლეოს ადანაშაულებენ წარუმატებლობებში, ყველაფერი მას აწვება მხრებზე. ვფიქრობ, მისი წასვლის დრო დადგა.

არ მეჩვენება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც „ბარსელონაში“ მწვრთნელებს ანადგურებს. საკმარისია მას შეხედო, რათა გაიგო, რაოდენ განსაკუთრეული ბიჭია ის.

რა იქნებოდა, მასთან რომ ვმუშაობდე? რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ წუწუნა ფეხბურთელებთან ყოველთვის პრობლემები მქონდა.“ - ციტირებს ლუჩესკუს სიტყვებს Prosport.