ავტორიზაცია

ასპილიკუეტა: "ჩელსი ყველა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდია და ლესტერს უნდა მოვუგოთ"

ასპილიკუეტა: "ჩელსი ყველა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდია და ლესტერს უნდა მოვუგოთ"
თარიღი 19 Jan 2021, 20:55
„ჩელსის“ კაპიტანმა, სეზარ ასპილიკუეტამ, მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

„ჩვენ - „ჩელსი“ ვართ და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები ვართ. გვინდა, მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე ვიყოთ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ამიტომ, როდესაც შედეგები არ არის, გაუმჯობესება გვინდა.

იმედი მაქვს, დერბიში „ფულჰემთან“ გამარჯვება თავდაჯერებას მოგვიმატებს და ჩვენთვის დასაყრდენ კედლად იქცევა. „ლესტერთან“ უახლოესი მატჩი არის შეხვედრა, როდესაც უმაღლეს მწვერვალზე უნდა ვიყოთ და თავდაჯერება გამოვავლინოთ. იმედი გვაქვს, რომ კარგ მატჩს ჩავატარებთ და მოვიგებთ.

ვიცით, რომ დეკემბრის დასაწყისში „ჩელსი“ სატურნირო ცხრილის სათავეში იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ტიტულის მოგებაც შეგვეძლო. მაგრამ, უკვე ერთ თვეში საუკეთესო შედეგები ვერ ვაჩვენეთ და ცხრილის შუაში ჩამოვედით. ამის შემდეგ, ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ ბრძოლას გამოვეთიშეთ.

თუმცა, ეს ყველაფერი ასე არ მუშაობს. ახლა გვინდა სტაბილურობა დავიბრუნოთ, რომელიც ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში გვქონდა.“ - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Sky Sports.

მატჩი „ჩელსი" - „ლესტერი" დღეს, 00:15 საათზე გაიმართება.