არსენალი იანვარში თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს ვერ გადაიბირებს

„ნორვიჩის“ ნახევარმცველი ემილიანო ბუენდია, დიდი ალბათობით, გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.
„არა, იანვარში მსგავსი არაფერი მოხდება. ფეხბურთში 100%-იან გარანტიას ვერასდროს მისცემთ, მაგრამ ახლა 99%-იანი შემიძლია მოგცეთ, რომ ემილიანო ჩვენთან დარჩება.
„ნორვიჩის“ საკვანძო ფეხბურთელებს გუნდიდან იანვარში წასვლის მიზეზი არ აქვთ. მითუმეტეს, კლუბს არ აქვს საჭიროება თავისი ლიდერების გაყიდვის.
ჩემს ფეხბურთელებს ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბებში თამაშის პოტენციალი აქვთ და „არსენალი“ ასეთი ნამდვილად არის. ერთ მშვენიერ დღეს მას შეუძლია იქ გადავიდეს, მაგრამ იანვარში ამას აზრი არ აქვს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ახლა კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით და პრემიერ ლიგაშიც შეგვიძლია დაბრუნება.“ - ციტირებს „ნორვიჩის“ მწვრთნელის, დანიელ ფარკეს სიტყვებს Sky Sports.
პორტალი Transfermarkt ემილიანო ბუენდიას 16 მილიონ ევროდ აფასებს. ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 24 წლის არგენტინელმა 20 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.