ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჰუნტელაარი შალკეში დაბრუნდა

ოფიციალურად: ჰუნტელაარი შალკეში დაბრუნდა
თარიღი 19 იან 2021, 22:09
ვეტერანი ჰოლანდიელი ფორვარდი ყოფილ გუნდში დაბრუნდა.

გელზენკირხენის „შალკეს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ „აიაქსის“ თავდამსხმელი, კლას-იან ჰუნტელაარი გუნდში დაბრუნდა.

ჰოლანდიელი „ლურჯების“ ღირსებას 2010-2017 წლებში იცავდა, შემდეგ კი კონტრაქტი ამოეწურა და „აიაქსში“ დაბრუნდა.

„შალკეს“ მაისურით 240 ოფიციალურ შეხვედრაში, ჰუნტელაარმა 126 გოლი გაიტანა და 35-ჯერ თანაგუნდელს გაატანინა. 2011 წელს, მან გუნდთან ერთად გერმანიის თასის მოგება შეძლო.

„ძველ ახალ“ გუნდთან ნიდერლანდელმა ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა და შეეცდება, სეზონის ბოლომდე გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდნისგან იხსნას - ამ ეტაპზე, გელზენკირხენელები ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილს იკავებენ.