ავტორიზაცია

"ასე თუ გაგრძელდა, ბეილს რეალში დააბრუნებენ", - ბერბატოვი

"ასე თუ გაგრძელდა, ბეილს რეალში დააბრუნებენ", - ბერბატოვი
თარიღი 20 Jan 2021, 16:47
„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

ლონდონურმა კლუბმა 31 წლის შემტევი „რეალიდან“, ერთი წლით, გასულ ზაფხულს ინათხოვრა.

„ტოტენჰემში დაბრუნების შემდეგ, გარეტისგან ძალიან ბევრს ველოდი. მეგონა, რომ ის გამოფხიზლდება და კეინსა და სონთან იდეალურ შემტევ ტრიოს შექმნის, რომელიც, მაგალითად, „ლივერპულის“ ტრიოს გაუწევდა კონკურენციას.

ახლა, ეს ცალსახად არ მუშაობს. იმედი მაქვს, სულ მალე ის საუკეთესო კონდიციებს დაიბრუნებს და ათამაშდება. თუ არა, გადაწყვეტილება მარტივი მისაღები იქნება - მას „რეალში“ დააბრუნებენ.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, რომლის გამოც ახლა მას არ ათამაშებენ, გარეტი ჯანმრთელია, რახან სათადარიგოთა სკამზე ზის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, რომლის ხილვაც ჟოზე მოურინიოს სურს.

ძალიან ვწუხვარ, რადგან გარეტი მართლა მომწონს.“ - აღნიშნა ბერბატოვმა.