რუმენიგე: "ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, აღნიშნა, რომ ევრო 2020 შესაძლოა ერთ ქვეყანაში გაიმართოს, ნაცვლად 12-სა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი გასულ ზაფხულს, ევროპის 12 ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მისი გამართვა ერთი წლით, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატს სახელი არ შეიცვალა და ის მაინც ევრო 2020-ად არის დარეგისტრირებული.
„ვიცი, რომ ალექსანდრ ჩეფერინი, რომელიც კოვიდ19-ის სიტუაციას სერიოზულად ეკიდება, ფიქრობს, უფრო ჭკვიანური ხომ არ იქნება, ევროპის პირველობის ერთ ქვეყანაში ჩატარება - ყველა საჭირო ღონისძიების ჩატარების თანხლებით.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ გამორჩეული ევროს ჩატარების იდეა პანდემიამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა.“ - აღნიშნა რუმენიგემ.
დღეის მონაცემებით, ევრო 2020 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისს დასრულდება.