ავტორიზაცია

არსენალი სოკრატისს კონტრაქტს გაუწყვიტავს

არსენალი სოკრატისს კონტრაქტს გაუწყვიტავს
თარიღი 20 Jan 2021, 17:11
„არსენალის“ მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, უახლოეს პერიოდში გუნდს დატოვებს.

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ლონდონურ გუნდს, ბერძენ მცველთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რომელიც შემდეგ ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

თუმცა, უმუშევრად დარჩენა სოკრატისს არ ემუქრება, მის მიმართ ინტერესს ერთბაშად რამდენიმე კლუბი იჩენს - მათ შორის: „ბეტისი“, „სევილია“ და „ჯენოა“.