ოფიციალურად: არსენალმა მცველს კონტრაქტი გაუწყვიტა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურ საიტზე მცველის წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
ლონდონურმა კლუბმა დაადასტურა, რომ გუნდის 32 წლის ცენტრალურმა მცველმა, სოკრატის პაპასტატოპულოსმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ამიერიდან, თავისუფალი აგენტია.
„მიკელ არტეტას, ჩვენი მწვრთნელების და ფეხბურთელების სახელით, მინდა პაპუს მისი ღვაწლისთვის მადლობა გადავუხადო. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და პროფესიონალიზმის მაგალითი იყო.
პაპუს და მის ოჯახს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში.“ - დასძინა გუნდის გენერალურმა დირექტორმა.
სოკრატისი „არსენალში“ „დორტმუნდიდან“, 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.
ამ სეზონში, ბერძენმა გუნდის არცერთ მატჩში არ მიიღო მონაწილეობა. მისი დამატების სურვილი კი უკვე გამოთქვეს „ჯენოამ“, „ბეტისმა“ და „სევილიამ“.