რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, თუ ბელგიელი სუპერვარსკვლავი სეზონის დარჩენილ ნაწილში თავის გამოჩენას ვერ მოახერხებს, გაყიდიან.
აღინიშნება, რომ 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებულ თანხას "სამეფო კლუბი" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარს.
მოგეხსენებათ, აზარი "რეალში" "ჩელსიდან" 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. გამუდმებული ტრავმების გამო, ედენმა ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.