ავტორიზაცია

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა
თარიღი 20 Jan 2021, 21:53
"აიაქსის" გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი სეზონის დაწყების წინ გადავიდა ამსტერდამული კლუბიდან მანიკუნიანელთა რიგებში და ჯერჯერობით, ინგლისურ კლუბში მხოლოდ სათადარიგო ფეხბურთელის როლი აქვს.

მიუხედავად ამისა, ვან დერ სარი, რომელიც "ემიუს" ღირსებას დიდი ხნის განმავლობაში იცავდა, არ ფიქრობს, რომ ნახევარმცველი პრობლემებს წააწყდა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მყოფ ადამიანებს ბევრს ვესაუბრები. დონიზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ, ვარჯიშებზე ფანტასტიკურ ვარჯიშზე, განწყობაზე. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება რთულია. პოგბა კვლავ დაბრუნდა, ბრუნო ფერნანდეში ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე არიან მატიჩი და მაკტომინაი".

"ასე რომ, უჩვეულო არაფერია, რადგან დიდ კლუბზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, დონის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადეს და კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ მოლოდინს გაამართლებს", - ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს Daily Star.