კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მერსისაიდელთა თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.
"ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ მანე და სალაჰი გოლების გატანას კვლავ დაიწყებენ. მაგრამ უნდა ვთქვა, ფირმინოს გამო ვღელავ. რა თქმა უნდა, მას არასოდეს თვლიდნენ ბომბარდირად. ეს სხვების პასუხისმგებლობაა, მაგრამ მან თავისი საქმე უნდა გააკეთოს. როცა ისინი ვერ იტანენ, მან უნდა შეუქმნას მეტოქის კარს დიდი საფრთხე".
"გასულ სეზონშიც ვღელავდი, ვფიქრობდი, შეძლებდა თუ არა ყველაფრის გამოსწორებას. ფირმინო ის ფეხბურთელია, ვისზეც ყველაზე მეტად ვნერვიულობ და თუ ფეხბურთელის დასახელებას მთხოვენ, რომელიც ამ სამეულიდან ყველაზე სწრაფად ამოვრდება, ვფიქრობ, ეს სწორედ ბრაზილიელი იქნება. ადრე თუ გვიან, ამ სამეულს დაშლა მოუწევს".
"გატანილი გოლების რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, აგრეთვე გამოსარჩევია ბურთის ფლობის შემცირებაც. უზარმაზარი ვარდნაა. როცა გოლებს ვერ იტანდა და გადაცემებს ვერ აკეთებდა, სხვა რაღაცებით კავდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერში მნიშვნელოვან რეგრესს ვხედავთ. ვფიქრობ, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ან ფიზმომზადების ნაკლებობით, ანაც იმით, რომ 30-წლიან ნიშნულს უახლოვდება, რა დროსაც ფორვარდებისთვის ბუნებრივი ვარდნა ხდება", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.