ავტორიზაცია

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"
თარიღი 20 Jan 2021, 22:23
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავდამსხმელ ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაოსთან" გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

აქამდე იწერებოდა, რომ "ბლაუგრანას" კაპიტანი შეიძლებოდა 12 მატჩით დაესაჯათ. მესი აღნიშნული შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გააძევეს მოედნიდან. "ბილბაოს" ფორვარდს მან თავში ჩაარტყა და არბიტრმა ვიდეოგამეორების ხილვის შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა. ეს გაძევება ლეოსთვის საკლუბო კარიერაში პირველი აღმოჩნდა.

"კლუბმა მესის დისკვალიფიკაციის შესახებ მაცნობა. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ასე რომ ვნახოთ, რა მოხდება. იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეოს გარეშე ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Ouest France.