ლაიფციგი ფორვარდს ეძებს და 3 კანდიდატი შეარჩია

"ლაიფციგი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, წერს GFNG.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი დივოკ ორიჯის ("ლივერპული"), კასპერ დოლბერგის ("ნიცა") და კელეჩი იჰეანაჩოს ("ლესტერი") ვარიანტებს განიხილავს.
აქამდე, "ლაიფციგის" სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კრეშემ თქვა, რომ კლუბი იანვარში არავის ყიდვას არ აპირებს, მაგრამ ბოლო პერიოდში გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს - ბუნდესლიგაში თავდამსხმელებს, იუსუფ პოულსენსა და ალექსანდრ სერლოტს საერთო ჯამში მხოლოდ 5 გოლი აქვთ გატანილი.
"ლაიფციგი" გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 16 ტურის შემდეგ მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბაიერნს" 4 ქულით ჩამორჩება.