ავტორიზაცია

სევილიამ შეთავაზება იუარა და ენ ნესირი პრემიერ ლიგაში არ გაუშვა

სევილიამ შეთავაზება იუარა და ენ ნესირი პრემიერ ლიგაში არ გაუშვა
თარიღი 20 Jan 2021, 23:46
"სევილიამ" თავდამსხმელ იუსეფ ენ ნესირის ტრანსფერზე "ვესტ ჰემის" წინადადება იუარა, წერს Sky Sports.

გავრცელებული ცნობით, "ჩაქუჩებმა" ანდალუსიელებს 23 წლის მაროკოელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

მიუხედავად ამისა, ესპანურმა კლუბმა აღნიშნული წინადადება იუარა და 35 მილიონი მოითხოვა.

2020/21 წლების სეზონში ენ ნესირიმ "სევილიას" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო.