ავტორიზაცია

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა
თარიღი 21 Jan 2021, 01:03
პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" უპირისპირდება. ანგარიში 1:1-ია.

წითელი ეშმაკების მხრიდან, ერთადერთი გოლი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გაიტანა.

კავანი გახდა "მანჩესტერის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ კლუბის მაისურით პირველ 4 გასვლით მატჩში გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში კავანის მხოლოდ გასვლით მატჩებში გააქვს. 4 გოლთან ერთად მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.