რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]
![რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2021-01/1611179077_screenshot_1.jpg)
იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალური შეხვედრა თავიდანვე დაძაბული და ფრთხილი გამოდგა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა.
მე-80 წუთზე "ნაპოლის" გათანაბრება შეეძლო, თუმცა ლორენცო ინსინიემ პენალტი გააფუჭა. საბოლოო ანგარიში ალვარო მორატამ დააფიქსირა.
ტურინელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, 2:0 მოიგეს და ტიტულს დაეუფლნენ.